„მოგვპარეს 5000-მდე ხმა, 45 ოქმზე არ ჯდება ბალანსი, მასიური კარუსელი დაატრიალეს, მოვედით რომ დავესწროთ საჩივრების განხილვას, მაგრამ არ შეგვიშვეს, მედიას ვთხოვ, დაესწროთ ჩვენი საჩივრების განხილვას“.
ხატია დეკანოიძე, ენმ-ის წევრი
ისნის საოლქო კომისიასთან, სადაც საჩივრებს განხილავენ, საპროტესტო აქცია იმართება, აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად, ტომრით კარტოფილი მოიტანეს, რითაც განმარტეს, რომ ამგვარად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.