“ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში რთულია დადგენა, საიდან დავინფიცირდი. არჩევნების პერიოდში საკმაოდ ბევრ ადამიანთან გვიწევდა კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ პირბადე სულ მეკეთა, სამწუხაროდ, 100%-ით ვერ გვიცავს. მე გამიჭირდება ყველას დავუკავშირდე, რადგან ოჯახის წევრების გარდა, ყველას პირბადით ვეკონტაქტებოდი, გავაკეთე საჯარო განცხადება – ვინც თვლის საჭიროდ თავი გადაიმოწმოს. ვისთანაც შეხება მქონდა.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
ცნოისთვის, სალომე სამადაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა “ფეისბუკგვერდზე” თავად დაწერა. სამადაშვილი მკურნალობას ბინაზე გადის.