“მოლოდინი პოზიტიურია და ამას აქვს კონკრეტული საფუძველი. ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, დარწმუნებულიც ვართ, რომ ეს ასე არ იქნება.”
ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების ლიდერი
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.
ამასთან, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ