ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცები გაბრაზდნენო და ტურძელაძე მოხაზეს მასობრივადო…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ნაცები გაბრაზდნენო და ტურძელაძე მოხაზეს მასობრივადო. ეს არის დიდი ტყუილი და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი ტყუილი – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელი დაწერა.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ხოშტარიამ აიღო ზუსტად იმდენივე ხმა, რაც ევროპულმა საქართველომ, ნაციონალურმა მოძრაობამ, გირჩმა.

“რამდენიმე კომენტარი შემომხვდა, როგორ დააზიანა ელენე მიშაზე ნეგატიურმა კლიპებმა.
ნაცები გაბრაზდნენო და ტურძელაძე მოხაზეს მასობრივადო.
ეს არის დიდი ტყუილი და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი ტყუილი.
არ ვიცი ამ ტყუილის ანატომია რა არის – უჭკუობა, თუ ირაციონალური შიში, რომ დიად მაგდუს თუ გააბრაზებ, ამ ქვეყანაში სიკეთე არ გიწერია.
მაგრამ ფაქტია რომ ტყუილია.
ტურძელაძემ აიღო იმდენივე ხმა, რამდენიც ქართულმა ოცნებამ – ერთი პროცენტით მეტი. ქოცების პარტიულ ხმებზე ზის (გაყალბების არგუმენტი გამოუსადეგარია, იმიტომ რომ რაც გაყალბდა, ის ქართული ოცნების პარტიის სასარგებლოდაც გაყალბდა).
ელენემ აიღო ზუსტად იმდენივე ხმა, რაც ევროპულმა საქართველომ, ნაციონალურმა მოძრაობამ, გირჩმა და ვაშაძე ჯუნიორმა.
ანუ ელენე დაჯდა მხოლოდ იმ პარტიების ხმებზე, ვინც მას დეკლარირებულად მხარი დაუჭირა – დამატებით არაფერი წაუღია.
იხილეთ თანდართული შედეგები – ელენეს შედეგი არის ჩვენი, ნაცების, გირჩის და ვაშაძის პარტიული ხმების ჯამი.
ტურძელაძის შედეგი არის ოცნების შედეგი.
თუ შედეგების ანალიზი გვინდა, უნდა ვიკითხოთ რიცხვები.
ვისაც რიცხვები არ უყვარს, ყანწით ანალიზს ვერ გააკეთებს – შეუძლია უბრალოდ დარდი ჩაიხშოს მაგ გზით.
P.S. ლელოს ხმები რომ წაეღო, ტურძელაძეზე წინ იქნებოდა, მაგრამ ლელო არ შევიდა შეთანხმებაში”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....