“ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომლის მთავარი “დემოკრატიული ლოზუნგი” არის ის, რომ არჩევნებში ვიდრე ჩვენ არ გავიმარჯვებთ, არ არის დემოკრატიული. ასეთი მიდგომა არის გაუმართლებელი და მათ მიერ მართული პროცესებიც არის გაუმართლებელი. ხელისუფლება არ დაუშვებს დემოკრატიაზე თავდასხმას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კანონდარღვევით ვინმემ სცადოს დემოკრატიაზე თავდასხმა. და საქართველოში არჩევნებზე თავდასხმა ეს არის რუსეთის ინტერესი და საზოგადოებას ვთხოვ დაფიქრდნენ, რას ემსახურება ამ რადიკალური ოპიზიციის ინტერესები.
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.
ამასთან, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.