“მე იმ გადაცემაში ბოლოში მოვაწერე ხელი და ერთი წინადადება ვთქვი: „ამ ხელმოწერას დიდი გამოცდა ელის!“ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე, იმიტომ, რომ მე შესვლას არცერთ ვარიანტში არ ვაპირებ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.”
გუბაზ სანიკიძე – „გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი
“პალიტრანიუსი”
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.
ამასთან, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.