“შეიძლება პირველი შემთხვევაა, ვინც ვერ დააწვინეს და გარდაიცვალა. სხვა შემთხვევა არ ვიცი პაციენტები, რომ ვერ მიიღეს და გარდაიცვალა. გაზრდილი ახალი შემთხვევებიდან გამომდინარე, ყველა პაციენტის ისე სწრაფად გადაყვანა სტაციონარში, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა, ვერ ხერხდება გასაგები მიზეზების გამო. სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში ასეა.”
ალექსანდრე გოგინავა – ინფექციონისტი
ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ით 26 წლის პაციენტი გარდაიცვალა. მაგდა ძოწენიძის ოჯახი ამბობს, რომ გადატვირთულობის გამო პაციენტი საავადმყოფოში ვერ მიიღეს, ბოლოს კი მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ კლინიკაში მოთავსებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.