ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარტვილში, 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

მარტვილში 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, როზა ჯანაშია ინტერნეტ გამოცემა  report.ge-ს აცხადებს, ახალგაზრდა ქალს თანხმლები დაავაება, კეძოდ ნეიროპათია ჰქონდა.

მისივე განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა.

მისივე განცხადებით, 31 წლის ქალს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდა, სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, პისიარით კი, ახალგაზრდა ქალს  კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა, პასუხის გაგებამდე, ქალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

,,როგორც აღმოჩნდა, ბავშვობიდან ჰქონდა თურმე პრობლემები, გადატანილი ჰქონდა მძიმე დაავადებები და პერიოდულად უმწვავდებოდა. ოჯახმა ეს ამბავიც გამწვავებას დაუკავშირა. მკურნალობდა ექიმის დანიშნულებით, ჰყავდა ექიმი, ვინც მართავდა ამ დაავადებას. კოვიდი რომ დაუდასტურდა, უკვე გარდაცვლილი იყო. კლინიკაში უნდოდათ რომ გადაეყვანათ, მაგრამ როგორც ახლა ხდება, კლინიკები კორონავირუსის ტესტის გარეშე არ იღებენ. ტესტირება გახდა აუცილებელი. ორივე ტესტი აუღეს, სწრაფიც და პისიარიც. სწრაფმა ტესტმა უარყოფითი აჩვენა, პისიარის დასკვნამდე კი გარდაიცვალა”, – აცხადებს რეზო ჯანაშია.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში 15 501 აქტიური ინფიცირებულია. აქედან 4 253 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტია 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში-1 412.

იტვირთბა....