ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გუშინდელ ინციდენტზე მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქ ივანიშვილს”- გიორგი რურუა

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე თავდასხმა სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორცვ რურუა “ფეისბუქზე” წერს, მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას მთლიანად ნიძინა ივანიშვილს აკისრებს.

“სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას.

გუშინდელ ინციდენტზე მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქ ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.

თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება.

მადლობა მეგობრებო თანადგომისათვის.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა,”

შეგახსენებთ, ციხეში გიორგი რურუას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარის შესახებ განცხადება პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....