მთავარი ციტატა

“ღმერთმა დაგვიფაროს “ნაცმოძრაობა” თუ არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას”- ოხანაშვილი

“ღმერთმა დაგვიფაროს „ნაციონალური მოძრაობა” თუ არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას. ჩვენი საზრუნავი ჩვენი ხალხია. ამიტომ, ჩვენ ხალხს ზურგს ვერ ვაბრუნებთ, რასაც აკეთებენ ეს ჯგუფები დაკომპლექსებული „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ტყვეობაში ყოფნით.”

ანრი ოხანაშვილი – ქართული ოცნების” დეპუტატი

აღნიშნულით ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა. 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

იტვირთბა....