მთავარი ციტატა

„გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური“

„გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები… ის, რომ ივანიშვილი გედავება ელექტროსამაჯური ხელზე რატომ არ გიკეთია, ეს ყოფილა მისი გადმოსახედიდან უმძიმესი დანაშაული. მინდა დავამშვიდო, რომ მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის ერთი სიმბოლოა და ჩემთვის ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც ბიძინა ივანიშვილი გადადგმას, არ იქნება გონივრული და ჭკვიანური და საზიანო იქნება მისივე გუნდისთვის“.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის” წვერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. როგორც მთავარი საგამოძიებო ორგანო განმარტავს, მიზეზი პირველ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული.

იტვირთბა....