aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

დღეს ამერიკელი ხალხი არჩევანს გააკეთებს მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ჯო ბაიდენს შორის.

BBC-ის ინფორმაციით, 97-მა მილიონმა ამომრჩეველმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

აღსანიშნავია, რომ Reuters/Ipsos-ის მიერ 27-29 ოქტომბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს ამომრჩევლების 51%, დონალდ ტრამპს კი – 43% უჭერს.

იტვირთბა....