ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გახარიაზე, ვითომ რომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში, კაციშვილს არ სჯერა” – ვაშაძე

“გახარიაზე, ვითომ რომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში, კაციშვილს არ სჯერა, რომ მას კორონავირუსი აქვს. პოლიტიკური თამაშისთვის ახლა გინდა კორონავირუსს დაიმართებენ, გინდა იმას. კიდევ ერთხელ ვამბობ, კორონავირუსი დღეს საქართველოში პრობლემა არ იქნებოდა, ჩემ მიერ აპრილში გამოქვეყნებული გეგმა ამ უტვინოებს და ფულის მკეთებლებს რომ გაეზიარებიათ. დღეს რომ რიგი დგას ცხელების ცენტრში, ეს არის “ქართული ოცნების”, ფულის მკეთებელთა გუნდის დანაშაული და ეს რომ არ მოხდეს და ხალხი არ იღუპებოდეს, სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.”

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაუდგინდა.

 

იტვირთბა....