პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა პარტია “გირჩმაც.” ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ახლა მტავარი ოპოზიციის ერთიანობაა და “გირჩიც’ მათ გვერდზე დგას.
“ჩვენი გადმოსახედიდან ამ ხელისუფლებას ამოწურული აქვს რესურსი, რაიმე უკეთესობისკენ შეცვალონ. ჩვებ გვინდოდა პარლამენტში შესვლა, რომ რაღაცეები გაგვეკეთებინა. კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი შეცვლა პარლამენტში, მაგრამ ასევე გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა, ამიტომ :”გირჩიც” მათ უერთდება,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველო” არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტში არ შედის. იგივე გადაწყვეტილება მიიღო “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “პატრიოტთა ალიანსმა” და “გირჩმა.”
შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა და აქტიივსტებმა რუსტაველზე აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.