პარტია “ევროპული საქართველო” არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, არჩევნები, სადაც იყო ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა, ვერანაირად ჩაითვლება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად.
“მიუხედავად ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდისა და მიუხედავად არჩევნების გაყალბებისა, ჩვენ ძალიან ფრთხილი ვიყავით შეფასებაში. სამწუხაროდ, კომისიამ არ დატოვა კითხვის ნიშანი, არჩევნები სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული მანქანა, ამაში ჩართული იყო კრიმინალური სტრუქტურები და სახელმწიფო. ასეთი არჩევნები ვერ ჩაითვლება თავისუფად არჩევნებად, სადაც არის მოსყიდვა და გადაკეთებული ოქმები, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. ეს არ არის თავისუფალი არჩევნები, ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას.
ამიტომ, მივიღეთ ნკაფიო გადაწყვეტილება, “ევროპული საქართველო” უარს ამბობს შევიდეს პარლამენტი. ეს არ არის რიგითი ბოიკოტი,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძემ ოპოზიციის სხვა პარტიებსაც მიმართა, დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა და აქტიივსტებმა რუსტაველზე აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.