პარტია “ლელო” მიღებულ მანდატებს თმობს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არ ასახავს ხალხის ნებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ლელო” არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რადგან არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიზაციას,”- განაცხადა ბადრი ჰაფარიძემ.
როგორც ჯაფარაიძემ განაცხადა, “ლელო” სხვა ოპოზიციონერ პარტიებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველო” არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტში არ შედის. იგივე გადაწყვეტილება მიიღო “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “პატრიოტთა ალიანსმა.”
შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა და აქტიივსტებმა რუსტაველზე აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.