“რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა, რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით, თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარალამენტო არჩევნები.”
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ნათელაშვილის თქმით, შედეგები ამ კენჭისყრისა არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება დაუშევებელია.
“ლეიბორისტული პარტია” მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა და აქტიივსტებმა რუსტაველზე აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.