ბოიკოტს თუ ვადამდელი არჩევნები არ მოყვება, საპროტესტო ელექტორატს იმედგაცრუებულს დავტოვებთ და ეს ძალიან ცუდია – ამის შესახებ, “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი ბიძინა ივანიშვილს პრობლემებს ვერ შეუქმნის.
“ერთპარტიული პარლამენტი ბიძინას პრობლემებს ვერ შეუქმნის.
ბიძინას პრობლემებს შეუქმნის საკმარისი რაოდენობის ხალხის ბრაზი ქუჩაში.
ბოიკოტმა არ მგონია ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს.
ხალხი ქუჩაში გამოდის თავისით – ეს 20 ივნისმა ნათლად დაგვანახა.
თუ ყველა პარტიამ გადაწყვიტა და ერთსულოვანი იქნა ბოიკოტი – საპროტესტო ელექტორატს გაამხნევებს რამდენიმე დღით, მაგრამ დღევანდელი ფრუსტრაცია მონაგონი იქნება, თუ ბოიკოტს კონკრეტული შედეგი არ ექნა და ივანიშვილი იძულებული არ გახდა, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
ასე რომ იფიქროს ოპოზიციურმა სპექტრმა და ჩვენც, იმაზე, ქუჩიდან როგორ უზრუნველვყოთ ვადამდელი არჩევნები.
ბოიკოტს თუ ვადამდელი არჩევნები არ მოყვება, საპროტესტო ელექტორატს იმედგაცრუებულს დავტოვებთ და ეს ძალიან ცუდია – ოპოზიციის გრეჩიხიზაცია გაიხსენეთ.
2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებიც მოდის და მანდ რას ვშვებით – გავდივართ, არ გავდივართ – გადასაწყვეტია. თუ გავდივართ – ვინ ატარებს არჩევნებს?” – წერს ჩერგოლეიშვილი.