“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსი საპარალამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, თავისტავად ცხადია, რომ ჩვენ ვეცდებით, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ბათილად იქნას ცნობილი ამ არჩევნების შედეგები, დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები. ვიწყებთ ფართომასთაბიან აქციებს” – თქვა გოჩა თევდორაძემ.
ასევე, “ევროპული საქართველო” არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტში არ შედის.
პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა “ლეიბორისტულმა პარტიამაც.”