“ვინც ამბობთ, ოქმებს თუ აყალბებდა ოცნება ოპოზიციის დამკვირვებლები სად იყვნენო: იყიდა ივანიშვილმა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ოპოზიციის ბევრი დამკვირვებელი და კომისიის წევრი იყიდა. ზოგი ორას ლარად, ზოგი ათჯერ ამაზე ძვირად, ზოგი თქვენ წარმოიდგინეთ ასჯერ ამაზე ძვირადაც კი. ამიტომ გაქრა ოპოზიციის ხმები ოქმებიდან, ამიტომ ვერ დგება ბალანსები. კიდევ ვერ ხვდებით ხომ რასთან გვაქვს საქმე? უველურეს გაყალბებასთან, არჩევნების ყველაზე ვულგარული ფორმით ყიდვასთან. გვიყიდა როგორც მონები, საქონელი და იქნებ მოვრჩეთ რაღაც თეორიების განვითარებას, თითქოს მარსიდან ჩამოვფრინდით.”
ნინო ჯანგირაშვილი – “TV კავკასიის” დირექტორი
სოციალური ქსელი