მეგობრებო, ახლა მთავარია არ დავიღალოთ. აქციები, აქციები, აქციები – ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს.
“რატომ არის ეს აუცილებელი?
ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს. ყველა მთავრობას, ყველაზე მეტად ეშინია ხალხის.
ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს თამარ ჟვანიების გარეშე. ან დარჩებიან პარლამენტში მარტო და იმ ნაღმზე, რომელიც ოპოზიციას დაუდეს თავად ადეთქდებიან.
სხვა გზა არაა. უფრო სწორად, სხვა გზა არ დაგვიტოვეს.
ყველა, ვინც ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს.
ის რომ ლეგიტიმაცია არ დაეკარგებათ ერთპარტიული პარლამენტით ტყუილია. რას ნიშნავს ლეგიტიმაცია თუ ხალხი არ აღიარებს პარლამენტს. მთავარია ხალხმა არ მისცეს ამათ ლეგიტიმაცია და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი აქციები”, – წერს ჟორჟოლიანი.