aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამაჯურის მოხსნის გამო, ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკურად სწორი არ იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც

ენმ-ის წევრისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნის ფაქტს „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ეხმაურება.

მისი შეფასებით, სამართალდარღვევასთან ერთად, ეს ძალიან მძიმე პროვოკაციაა.

“სამართალდარღვევასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია. როცა ამ ასაკის კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს, ბუნებრივია, მასზე და მის თვისებებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, დააკავებენ თუ არა მელიას, ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, თუმცა მისი დაკავება პოლიტიკურად სწორი არ იქნება.

“თუმცა, პოლიტიკურად ეს არ იქნებოდა სწორი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მიზანშეწონილი”, – განაცხადა კობახიძემ.

იფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის”ლოდერმა,  ნიკა მელიამ პირველ ნოემბერს გამართულ აქციაზე სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.

როგორც მელიამ განაცხადა, ის იბრძვის თავისუფლებისთვის და შეუძლებელია ეს მოსთხოვოს სხვა მოქალაქეს, როცა მას თავად ეს სამაჯური უკეთია.

იტვირთბა....