ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. აჭარაში – ექვსი ადამიანი, ხოლო კახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 696 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....