“არჩევნებს ელოდებოდა ყველა, რომ იქნებ არჩევნებით შევცვალოთ. ახლა ვნახეთ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ასე ვერ გაგრძელდება. ნუ გონია, რომ ეს პოლიცია დაიცავს. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაუცვია პოლიციას. ხვალ შვიდ საათზე და ყოველ საღამოს იქნება აქცია, მანამ სანამ არ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.