ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ეს ბრძოლა არ შეწყდება ხელახალ არჩევნებამდე – ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

ამ წუთებში  პარლამენტის შენობის წინ  ოპოზიციის ლიდერების მიერ დაანონსებული აქცია  მიმდინარეობს.

პოლიტიკური პარტიების და გაერთიანებების წარმომადგენლები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

“მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა მე, ჩემს პარტიას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენ დავპირდით ამ ხალხს, რომ აუცილებად ვიცხოვრებდით თავისუფალ ქვეყანაში, რადგან არჩევნებით შევცვლიდით ამ ხელისუფლებას და ახლა ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ თავისუფლება წაგვართვა. მაგრამ არავის ეგონოს, რომ ჩვენ დავთანხმდებით იმას, რასაც ისინი გვთავაზობენ, ეს ბრძოლა არ შეწყდება მანამ, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ხელახალ არჩევნებს დემოკრატიული და სამართლიანი ცესკოს პირობებში,” – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ აქცია პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დააანონსა, რაც ცესკომ გამოაქვეყნა შედეგები, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების უმრავლესობის შეფასებით, არ ასახავს რეალობას.

იტვირთბა....