ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“როგორ გაჩნდა წყალტუბოს ოლქში 6.000-ით მეტი ამომრჩეველი” – დაპირისპირება საოლქო კომისიაში

ხმაური და მწვავე დაპირისპირება საოლქო კომისიაში. დაპირისპირება  მას შემდეგ დაიწყო, რაც საოლქო კომისიის თავმჯდომარეს პრეტენზიით მიმართა ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა

“იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ჩვენს წარმომადგენელს დაურეკეს, არავის დაურეკავს ჩემი წარმომადგენლისთვის, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ზუსტად იმდენი ამომრჩეველი და ხმა დაიმატეს, რამდენიც სჭირდებოდათ, “- თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანის ამ განცხადებას საპასუხოდ საოლქო კომისიაში განაცხადეს, რომ ოქმებში შესწორება ოპოზიციის გარეშე იმიტომ ხდებოდა, რომ ოპოზიციიდან პროცესზე დასწრების სურვილი არავინ გამოთქვა.

“მოხდა შეცდომა” – კახა ნიჟარაძის ამ ფრაზამ ნანუკა ჟორჟოლიანის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც დაინტერესდა, საიდან გაჩნდა ოლქის ამომრჩეველთა სიაში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე იმაზე 6.000-ით მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ცესკოს მიერ იყო რეგისტრირებული.

იტვირთბა....