ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩაში” – რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის წინ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ  თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩაში.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ამ ფორმით მუშაობას არ უნდა შეუდგეს.

„არჩევნების შედეგზე მოახდინა გავლენა იმ გაყალბებებმა, იმ ძალადობამ, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შედეგები არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ის არ უნდა შეუდგეს ამ ფორმით მუშაობას. საპროტესტო აქციები, ბუნებრივია, გაგრძელდება. არ უყვარს ამ ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც ქუჩას ახსენებენ, მაგრამ გაიხედონ მთელ მსოფლიოში რა გადაწყვეტილებებს იღებს ქუჩა. რა ხდება ბელარუსში, რა ხდება ყირგიზეთში და როგორ წყდება ურთულესი საკითხები ქუჩის ზეწოლით, როდესაც ხელისუფლება იქცევა უგუნურად. თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩა,“ – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ ოპოზიციის ლიდერები აქციას მართავენ. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.

 

იტვირთბა....