ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სოციალური ქსელით გავრცელებული საუბნო შემაჯამებელი ოქმები ე.წ. სპეციალურ უბნებს ეხება” -ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალური ქსელით შემაჯამებელი ოქმების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

უწების სპიკერის განცხადებით, გავრცელებული საუბნო შემაჯამებელი ოქმები ე.წ. სპეციალურ უბნებს ეხება, სადაც ამომრჩეველს პროპორციული წესით უწევს ხმის მიცემა.

როგორც ცესკოს პრესპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, თუკი რაიმე გადაცდომა მართლაც არსებობს, ამას საარჩევნო ადმინისტრაცია შეისწავლოს და კანონით დადგენილ ფარგლებში, მასზე რეაგირებას მოახდენს.

“პარლამენტის არჩევნები გაიმართა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. შეგიძლიათ ყველა წლების მონაცემები ნახოთ – კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე, პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობას უფრო მეტი ამომრჩეველი იღებს, ვიდრე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ჩვენ სოციალური ქსელით გავრცელებული სხვადასხვა საუბნო შემაჯამებელი ოქმები ვნახეთ, რომელთა დაკავშირებითაც გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ოქმები გაყალბებული იყო. ერთ-ორ შემთხვევაში შესაძლოა, გადაცდომას ადგილი ჰქონდა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, რა ინფორმაციაც არის გავრცელებული – ეს არის სპეციალური უბნები, რომელიც გახსნილი იყო სტაციონარულ დაწესებულებებში. აქ ხმის მიცემის პროცუდურა არის შემდეგ – პროპორციული სისტემით ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა! ასევე ავღანეთში, საზღვარგარეთ არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

იტვირთბა....