ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან – “ლელო” არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან.

ასევე, აღნიშნულ პარტიაში აღნიშნავენ, რომ “ლელო” არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას.

„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. “ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ. ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან“, – აღნიშნავენ „ლელოში“.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

იტვირთბა....