ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი დმანისის საკრებულოს თავჯდომარემ დაჭრა” – დიმიტრი შაშკინი

“კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი მერაბ ოქრიაშვილი დმანისის საკრებულოს თავჯდომარემ დაჭრა,” – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა “ინტერნეტპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ხელთ არსებული ოქმების მიხედვით, გუშინ, დმანისში კახა ოქრიაშვილმა 76% აიღო. გუშინვე იყო დმანისში დიდი უბნების დარბევის მცდელობა, თუმცა, ჩვენ მოვასწარით დამკვირვებლების მობილიზება, მათ შორის, ვეტერანების და არ მივეცით უბნების დარბევის საშუალება. დღეს, დილიდან დაიწყეს ოქმების შეცვლა. დმანისში აქტიურობენ, კომისიის წევრები დაიბარეს და ახალ ოქმზე აწერინებენ ხელს. ჩვენი კომისიის წევრებმა ხელი არ მოაწერეს.

სოფელ დმანისში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელს, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარეს და კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილს, მერაბ ოქრიაშვილს თავს დაესხნენ და დაჭრეს. ახლა გადაჰყავთ „ნიუ ჰოსპიტალისში”. ეს იყო შურისძიება იმ შედეგისთვის, რომელიც კახა ოქრიაშვილმა დმანისში აჩვენა”,- განაცხადა შაშკინმა.

შეგახსენებთ, რომ დმანისში კახა ოქრიაშვილის ახლო ნათესავი ბარძაყის არეში დაჭრეს. დაზარალებული ამ დროისთვის თბილისში, “ნიუჰოსპიტალის” კლინიკაში შესაბამის მკუნალობას გადის.

იტვირთბა....