ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) დმანისში, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი დაჭრეს

დმანისში, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი დაჭრეს. ბარძაყის არეში დაჭრილი მერაბ ოქრიაშვილი ამ დროისთვის თბილისში, ნიუჰოსპიტალის კლინიკაშია გადმოყვანილი და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება – ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ-პირველი” ავრცელებს.

აღნიშნული არხის ინფორმაციით, დმანისში, სისხლიანი დაპირისპირება  ნახევარი საათის წინ მოხდა. თავად კახა ოქრიაშვილი საკუთარი ბიძაშვილის დაჭრის ფაქტს გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

როგორც ოქრიაშვილი ტელეკომპანიასთან იტერვიუში ამბობს, ჯერ-ჯერობით უცობია თუ რა მოტივით მოხდა მერაბ ოქრიაშვილზე თავდასხმა, თუმცა აღნიშანავს, რომ ბიძაშვილი მისი მხარდამჭერი იყო და ხელისუფლებამ სამაგალითოდ დასაჯა.

იხ: “ტვ პირველის” რეპორტაჟი

 

 

იტვირთბა....