ლოტკინზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა გუშინ საღამოს მოხდა. „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ლოტკინზე მომხდარი ამბავი დაუდასტურეს – გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.