“გილოცავთ, მეგობრებო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანამებრძოლს. ეს ყველაფერი ჩვენი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და პირობას გაძლევთ, რომ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ. გამარჯვებებს და წარმატებებს კიდევ ერთხელ გისურვებთ. ხვალიდან ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას.”
კახა კალაძე – თბილისის მერი
ამის შესახებ კალაძემ პარტიის ოფისთან შეკრებილ ამომრჩეველთან მიმართვისას განაცხადა.