ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ევროპული საქართველო“ აპირებს, საარჩევნო უბნების დახურვისას ხელოვნური რიგები შექმნას

„ევროპული საქართველო“ აპირებს, საარჩევნო უბნების დახურვისას ხელოვნური რიგები შექმნას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნური რიგების შექმნას იმ ადამიანების მონაწილეობითაც აპირებენ, ვინც ხმა უკვე მისცა.

„ევროპული საქართველო“ 8 საათისთვის გეგმავს ხელოვნური რიგების შექმნას, მათ შორის იმ აქტივისტების მონაწილეობით, რომელთაც უკვე აქვთ ხმა მიცემული. წესი არის შემდეგი, როდესაც 8 საათისთვის იხურება უბნები, ამოწმებენ ვინ დგას რიგში და ამ ადამიანებს აქვთ ხმის მიცემის საშუალება. ამის გაპროტესტებას გეგმავენ, რაც არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა. ამომრჩევლებს მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ყველას მოგიწოდებთ გაიზიაროთ”ქართული ოცნების” გამარჯვება“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხურება.

იტვირთბა....