ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით გარდაცვლილ 15 წლის მოზარდთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
„სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მას გარკვეული გართულებები აღენიშნებოდა.
პაციენტს ერთი კვირის წინ ჰქონდა გულის გაჩერება და მაშინ ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.