საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გლდანში, საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაპირისპირების შემდეგ, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 5 ადამიანია დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა ვაჟა სირაძემ სროლის ფაქტი არ დადაასტურა.
„ შსს-ის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საარჩევნო უნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი. მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის დავაკავეთ 5 პიროვნება. ეს პირები არიან ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულები. რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ. რაც შეეხება უბანზე იარაღის არსებობის ფაქტს, აღნიშნულის შემთხვევაში, აუცილებლოად მოვახდენთ სწრაფ რეაგირებას“,-განაცხადა სირაძემ.
ცნობისთვის, ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო.