როგორც ირკვევა, ბათუმში, 86-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სიაში წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და თან ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიაწოდეს.
ვიდეოში გარკვევით ისმის, თუ როგორ აპროტესტებს მოქალაქე საარჩევნო სიაში თავისი დედის სახელი-გვარის პოვნას, რომელიც, მისივე თქმით, წლების წინ გარდაიცვალა.