ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ირაკლი კობახიძე დიმიტრი შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის იარაღის ტარების საკითხზე განცხადებას აკეთებს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანი, ირაკლი კობაღიძე  დიმიტრი შაშკინისა და ირაკლი ოქრიაშვილის მხრიდან იარაღის ტარების საკითხს ეხმაურება.

მისი განცხადებით, დიმიტრი შაშკინის და კახა ოქრიაშვილის შეიარაღებულები სიარული, ეს მათ დესტრუქციული ზრახვებზე მიანიშნებს.

“იარაღის ტარების უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს, ან ყოფილ სამართალდამცავს, მაგრამ როდესაც საარჩევნო პროცესს ეხება საქმე, იქ, ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იქ დაუშვებელია, რომ ვინმე იარაღით დადიოდეს. რაში სჭირდება ან დიმიტრი შაშკინს, ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც საარჩევნო უბნებზე დადიან? არაფერში. ბუნებრივია, ძალიან ლოგიკური ეჭვები ჩნდება, რომ მათ აქვთ დესტრუქციული ზრახვები და იარაღის დემონისტრირებაც ამ დესტრუქციული სცენარის შემადგენელი ნაწილია. მათ მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა, ნებისმიერი დესტრუქციის ქმედება იქნება მკაცრად პასუხგაცემული”, — განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი შაშკინი ბოლნისში შეიარაღებული გადაადგილდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად შაშკინმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება.

მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება.

იტვირთბა....