მთავარი ციტატა

“გუშინ მიცვალებულს გავდა, ლოყებს იხოკავდა” – მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

„ბიძინა ივანიშვილს ჰყავს, დაახლოებით, 500-700-კაციანი ბრიგადა, „კარუსელებით” მისვლას აპირებენ ბევრ ადგილზე, ერთდროულად და არარსებული ხმების ჩაყრას. ზუსტად ასე ჩაყარა მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ზუსტად ასე აპირებს თქვენი გამარჯვების მოპარვას! მას არც კამპანია ჩაუტარებია, გუშინ მიცვალებულს გავდა, ლოყებს იხოკავდა. მინდა ვუთხრა ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენ გვაქვს სახის ამოცნობის პროგრამა, მაგრამ შეეცდებიან სახის ამომცნობები გაყარონ უბნებიდან – არ დაუშვათ მათი გაყრა და მეორე, აღმოვაჩინოთ კარუსელები, ან გაუპრავებთ მოპარულ არჩევნებს“.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ექსპრეზიდენტი

აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა. 

 

იტვირთბა....