ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გამოძიება დავიწყეთ კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე” – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ციციაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

თუმცა, როგორც შსს-ს მინისტის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, მცირე ინციდენტები იყო, თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

მისივე განცხადებით, ერთადერთი საქმე რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტი.

“ამ საათის მონაცემებით მცირე ინციდენტები იყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე გახლავთ რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

იტვირთბა....