მთავარი ციტატა

“ბოლო მონაცემებით გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი” – ეკატერინე ტიკარაძე

“თითოეული პაციენტის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე, როგორც სამინისტროს, ისე კლინიკური ჯგუფის მხრიდან. დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ ეპიდვითარება მთელ საქართველოში. ძალიან საყურადღებოა ბევრი პაციენტის მდგომარეობა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ვიცით როგორია COVID-19-ის დინამიკა და მოსახლეობის 80%-ი ვირუსს უსიმპტომოდ გადაიტანს, მათი მკურნალობა ბინაზე იქნება შესაძლებელი. ამიტომ ეს რიცხვი მაღალია, რადგან ეს ადამიანები გამოჯანმრთელდნენ ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.”

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....