ახალი ამბები საზოგადოება

ექს-დეპუტატს არყის გამოსახდელი აპარატი აუფეთქდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ  დეპუტატს დავით გელაშვილს, აგარაკზე არყის გამოსახდელი აპარატი აუფეთქდა, აფეთქების შედეგად სხეულის მე-2-3 „ა“ ხარისხის დამწვრობა მიიღო.დეპუტატი ამჟამად იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაშია, სადაც ამბულატორიულ სამედინო დახმარებას უტარებენ. ამ ინფორმაციას kvira.ge აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ დავით გელაშვილი 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

იტვირთბა....