ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ „ქართულ ოცნებასთან” კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან

ოპოზიციურმა პარტიებმა „ლეიბორისტების“ ოფისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ისინი „ქართულ ოცნება” დემოკრატიულ-საქართველოსთან” კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

მათი თქმით, ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.

„მწამს, რომ აღმშენებლობის საწყისი ერთიანობა და ერთად დგომაა. ვფიქრობ, ყველას ამოგვივიდა ყელში დაპირისპირების ფონი. გვინდა, რომ საქმის კეთება დავიწყოთ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვაწერ ამ დოკუმენტს ხელს. თანამშრომლობა დღეს ოპოზიციურ, ხვალ კი, კოალიციურ პარტნიორებს შორის იქნება ის გასაღები, რომლითაც სიკეთეს მოვიტანთ ქვეყანაში”,-განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....