aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას”- ნიკოლ ფაშინიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსება შესაძლოა კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს.

”მე მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ევროპამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა შეაჩეროს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს,  რომელიც დღეს, 26 ოქტომბრიდან დილიდან ამოქმედდება.

მანამდე, 9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ხოლო, 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

 

 

იტვირთბა....