საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 10 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. ივანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს.
„ყოფილი პრემიერი ტრადიციულად კრიტიკული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრისას, რომლებსაც ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაგრძელება უწოდა. იგი განსაკუთრებით არაკორექტული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმართ, როდესაც განაცხადა, რომ გიგაური თავისი საქმიანობით „სამოქალაქო საზოგადოებას“ აბინძურებს“.- ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
NGO- ების აზრით, ივანიშვილის ეს განცხადება, იმ დროს, როცა საქართველოში ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი იმყოფებოდა, უარყოფითად აისახებოდა ვიზიტის შედეგებზე.
განცხადება სრულდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისადმი მოწოდებით, რომ თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანონისუზენაესობას, მედიაპლურალიზმსა და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხებს.
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი ღია საზოგადოება; სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა); იდენტობა; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრი; საქართველოს დამოკრატიული ინიციატივა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია.