aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ოცნებას ბოლოს მარტო ქართული მარში და გაფარჩაკებული, ანტიხალხური პოლიცია შერჩა” – ნიკა გვარამია

“აი ასეა, ოცნებას ბოლოს მარტო ქართული მარში (რუსეთისგან მართული ფაშისტი მოძალადეები) და გაფარჩაკებული, ანტიხალხური პოლიცია შერჩა. ოპოზიციას კი უამრავი გულმხურვალე პატრიოტი.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

აღნიშნული განცხადება მან “ნაცმოძრაობის” მიერ გამართული შემაჯამებელი აქციის შესახებ სოციალურ ქსელში გააკეთა. გვარამია “ფეისბუქ” პოსტს ორ ფოტოსთან ერთად აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” საარჩევნო შემაჯამებელ აქციას მართავს. აღნიშნულ აქციას რეგიონებიდან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები შეუერთდა. თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე მისულ მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერები მიმართავენ. 

იტვირთბა....