ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაცმოძრაობის” აქციაზე მისული მხარდამჭერები თერმოსკრინინგს გადიან

თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ აქცია მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერებისა და აქციის მონაწილეებისთვის მოედანზე სკამები მათი დისტანცირების მიხედვითაა განთავსებული. ამასთან,  აქციაზე მისულები თერმოსკრინინგს გადიან, მათ პირბადეებსაც ურიგებენ და მათი გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, აღნიშნულ აქციას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

რამდენიმე წუთში კი აქციაზე მისულ მოსახლეობას „გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

 

იტვირთბა....