ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ირაკლი კობახიძეს სიმწრის ოფლი ასხამს  და რას მიედ-მოედება არ იცის” – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ  ირაკლი კობახიძე სწორედ იმაზე ნერვიულობს, რომ რამდენიმე დღეში ის, იმ სიკეთეებს დაკარგავს, რომელიც 8 წლის განმავლობაში მოიპოვა.

მისივე განცხადებით, ირაკლი კობახიძეს სიმწრის ოფლი ასხამს  და რას ლაპარაკობს არ იცის.

„ეს აპოკალიფსი გასაგებია, ირაკლი კობახიძე ნერვიულობს. 2 დღეში შეიძლება დაკარგოს ის სიკეთეები, რაც ხალხის ხარჯზე მოიპოვა. 8 წლის განმავლობაში, რომ ჯიპებით დასეირნობდა და ხალხის ფულით საზღვარგარეთ დასეირნობდა, სრა-სასახლეები აიწყეს, უზარმაზარი აგარაკები. სიმწრის ოფლი ასხამს კობახიძეს და რას ლაპარაკობს, რას მიედ-მოედება, 60-75%-ს ავიღებო, კარგით რა, მადაგასკარზე ხომ არ ვცხოვრობთ, მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მათგან განსხვავებით, მართლა ხალხს ვხვდები, მათი რეალური განწყობა ვიცი, რომ არის, როგორც ჩახმახი არის ხოლმე თოფზე შეყენებული, ისე არის ჩახმახივით ხალხი, ერთი სული აქვთ, რომ დროზე მოვიდეს 31 ოქტომბერი, რომ შეცვალონ ხელისუფლება. ამას ნერვიულობს ირაკლი კობახიძე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....