ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გერევათ, ქაჯებო, ის შემთხვევაა, კურიერმა როგორ გამიბედა” – გვარამია “ვოლტის” თანამშრომელზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ვოლტის” კურიერის თანამშრომელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“მეტრონომი” გვარამიას “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“უკაცრავად, როდის გახდა სრულწლოვანის მიერ მეორე სრულწლოვანისთვის კომპლიმენტის, გინდაც სექსუალური ურთიერთობის შეთავაზების შემცველის, გაკეთება დანაშაული? გერევათ, ქაჯებო, ეგ სამსახურებრივად დაქვემდებარებულების იძულება არ შეიძლება მათი სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით. ააა, თუ ზოგადად კურიერმა, ოფიციანტმა, სახლში დამლაგებელმა, მუშებმა და სხვა “მოსამსახურეებმა” ანუ “ქვემდგომმა რასამ” არც კი უნდა გაბედოს?

ძალიან დიდი ყლეები ხართ, ვინც ვოლტის კურიერს აგინებთ. ვინც ეგ პასუხი დაუბრუნა და მერე გამოუქვეყნა, იმას ყველაფერი წესრიგში ნამდვილად არა აქვს. ტელეფონით მიწერა ტიპმა, სახლში არც კი უთხრა. სუფთა ის შემთხვევაა, “კურიერმა როგორ გამიბედა”, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, “ვოლტის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა მომხმარებელს კომპლიმენტი უთხრა. აღნიშნულით განაწყენებულმა მომხმარებელმა კურიერის თანამშრომლის მიერ მისთვის მიწერილი წერილი ჯერ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, შემდეგ კი კომპანიას მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა. 

იხ. ფოტო: “ვოლტის” კურიერის თანამშრომლის და მომხმარებლის მიმოწერა


შემთხვევას სოციალურ ქსელში უამრევი მომხმარებელის გამოხმაურება მოჰყვა. კურიერის თანამშრომლის მხარდამჭერები “ვოლტის” კომპანიას თხოვნით მიმართავენ და სთხოვენ, რომ თანამშრომელი სამსახურიდან მომხმარებლისთვის კომპლიმენტის თქმის გამო არ გაანთავისუფლონ. 

იტვირთბა....