მთავარი ციტატა

“ნუ გვიხატავენ არმაგედონს და მეორედ მოსვლას, არანაირი აპოკალიფსი არ მოხდება”- ელისაშვილი არჩევნებზე

“ხალხი ემზადება არჩევნებზე წასვლისა და ხელისუფლების ცვლილებისთვის. ნუ გვიხატავენ არმაგედონს და მეორედ მოსვლას. არანაირი აპოკალიფსი არ მოხდება, “ქართულ ოცნებას” მშვიდად გავუშვებთ ოპოზიციაში”

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი

აღნიშნულით ელისაშვილი ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც არჩევნების დღეს მთავარი ამოცანა ოპოზიციის პროვოკაციების პრევენცია იქნება. 

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გაზულუქებული ჩინოვნიკები ხედავენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის, ხალხის ხარჯზე მუქთად ცხოვრების ორი დღე დარჩათ.

იტვირთბა....